
ომი ხელოვნური ინტელექტისთვის
О событии
ლექცია იუთუბ-არხ WE KNOW-ის ავტორისაგან: 13 ოქტომბერს Papers-ის ბარში ვიმსჯელებთ ომებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ცოტნე მორგოშიასთან ერთად
ბოლო წლებში ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ერთსა და იმავეს ამბობენ: ვის ხელშიც არის ხელოვნური ინტელექტი, ის ყველგან იმარჯვებს. ოღონდ ეს ომი განსხვავდება ომზე ტრადიციული წარმოდგენისაგან: აქ არ არის ფრონტის ხაზი, ხოლო იარაღის მაგივრობას სერვერები და ელექტრობა სწევს.
ლექციაზე შემდეგ საკითხებზე ვიმსჯელებთ:
-როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი და რით იქნება გამორჩეული გასული საუკუნეების ომებისაგან;
-რა აკავშირებს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებასა და ცივ ომს ხელოვნურ ინტელექტთან;
-რა რესურსები იქცა XXI საუკუნეში “ახალ ნავთობად”.
The lecture will be held in Georgian.
გადახდა შესაძლებელია ადგილზე ბარათით ან ქეშით.
ომი ხელოვნური ინტელექტისთვის
20 GEL
вт, 13 окт., 20:00
Tsotne Morgoshia
Papers bar
Купить билет1 Veriko Anjaparidze St
Тбилиси, Грузия
Тбилиси, Грузия